Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის წევრები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან


ევროპარლამენტის წევრები დღეს საღამოს თბილისში შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრა 18 საათსა და 30 წუთზეა დაგეგმილი, ევროპარლამენტარებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კი 17 საათზე დაიწყება და პროგრამის თანახმად, საათზე მეტხანს გასტანს. დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ევროპის სახალხო პარტიიდან კრჟიშტოფ ლისეკმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის საკითხს საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას დასვამს. ”კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, თუმცა შეკითხვები მაინც ჩნდება, როდესაც პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის დაკავება ხდება”, - აღნიშნა ლისეკმა.
XS
SM
MD
LG