Accessibility links

logo-print

საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება სტუდენტთა აქციები


32 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები სტუდენტებისთვის დასაქმების პროგრამის ალტერნატიული ვარიანტის შემუშავების ინიციატივით გამოდიან. როგორც სტუდენტური თვითმმართველობების განცხადებაშია აღნიშნული, სტუდენტური საზაფხულო პროგრამა ერთჯერადი არ უნდა იყოს და კომპლექსური ხასიათი უნდა მიეცეს. ამასთან, მათი აზრით, სტუდენტური დასაქმების პროგრამა არ უნდა გაკეთდეს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო კამპანიისთვის. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დღეს აქციას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსი" ორგანიზატორებზე დაყრდნობით იუწყება, მათი მოთხოვნაა, აღდგეს სტუდენტების დასაქმების საზაფხულო პროგრამა, გამოსწორდეს მასში არსებული ხარვეზები და აღნიშნული პროცესების მონიტორინგში არასამთავრობო სექტორი ჩაერთოს. საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, ასეთივე მოთხოვნებით აქციები პარალელურად გაიმართება ქუთაისში, ბათუმსა და თელავშიც.
XS
SM
MD
LG