Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ დააზარალა ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი


ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, დაზარალდა ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი. სტიქიამ ასობით ოჯახს სათბურები გაუნადგურა. ადგილობრივი მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, თუ გლეხებს ხელისუფლება არ დაეხმარა, ისინი ვერ მოახერხებენ ბანკებიდან აღებული კრედიტების დაფარვას. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გარდა, ქარმა ლაგოდეხის რაიონში სახურავები გადახადა რამდენიმე ათეულ სახლს, მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც, ლაგოდეხსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როდის დაიწყება სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა ლაგოდეხის რაიონში, ჯერჯერობით უცნობია. ლაგოდეხთან ერთად, ქარიშხლის შედეგად, ასევე დაზარალდა სიღნაღის რაიონის სოფელი ერისიმედიც.
XS
SM
MD
LG