Accessibility links

logo-print

მექსიკაში აღმოაჩინეს სამი მემარცხენე აქტივისტის გვამები


მექსიკაში პოლიციამ აღმოაჩინა სამი მემარცხენე აქტივისტის გვამები. აქტივისტები გასულ ხუთშაბათს საპროტესტო აქციის შემდეგ გაუჩინარდნენ. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად გამოვიდნენ. კვლავაც ეძებენ კიდევ ხუთ გაუჩინარებულს. ორ გარდაცვლილს, რომლებიც ქალაქ იგუალაში აღმოაჩინეს, ცერცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება; მესამე კი, სავარაუდოდ, სასიკვდილოდ იყო ნაცემი. დაღუპულთა შორისაა ადგილობრივი დემოკრატიული რევოლუციური პარტიის ლიდერი არტურო კარდონა. პოლიცია ორ ვერსიაზე მუშაობს: მკვლელობა პოლიტიკური მოტივით, ან მკვლელობა ნარკომოვაჭრეების მიერ, რომლებიც რეგიონში მოქმედებენ.
XS
SM
MD
LG