Accessibility links

logo-print

აშშ აწესებს ჯილდოს ისლამისტური დაჯგუფების ლიდერთა მოძიებაზე


ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება 23-მილიონდოლარიან ჯილდოს ჰპირდება მათ, ვინც დახმარებას გაუწევს ამერიკას, მოძებნოს სამხედრო დაჯგუფების ხუთი ლიდერი, რომლებიც აფრიკის დასავლეთსა და ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებენ. ყველაზე დიდი, შვიდმილიონდოლარიანი ჯილდო დაწესებულია რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების ”ბოკო ჰარამის” ლიდერის აბდულრაშიდა აბუბაქარის მოსაძებნად. ჩრდილოეთაფრიკელი ისლამისტების მუხტარ ბელმუხტარისა და ალ ყაიდას ერთ-ერთი ლიდერის აბდელხამიდა აბუს მოძიებისთვის ამერიკის ხელისუფლება ხუთ-ხუთ მილიონიან ჯილდოს გასცემს.
XS
SM
MD
LG