Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში შესაძლოა "წინ მიმავალი ბილიკი" გამოჩნდეს


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თქვა, რომ შესაძლოა „წინ მიმავალი ბილიკი“ გამოჩნდეს აზერბაიჯანსა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტებს შორის მრავალწლიან კონფლიქტში. კერიმ ეს განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვთან ორშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ. მთიანი ყარაბაღი ეთნიკური სომხების შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს 1990-იანი წლების დამდეგს. საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები ცდილობენ, შუამავლობა გასწიონ ამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
XS
SM
MD
LG