Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილს ბრალი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დაუმძიმდება


ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ბრალი სავარაუდოდ ორი კვირის ვადაში დაუმძიმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. მისი განმარტებით, საუბარია სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შემდგომ არასწორი გამოძიების წარმართვაზე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პროცესზე ისეთი ზემოქმედების შესახებ, რომელმაც შედეგად მოიტანა საქმის გამოძიების არასწორად წარმართვა. ”ეს ემსახურებოდა მიზანს, რომ პასუხისმგებლობა აერიდებინათ მაღალი თანამდებობის პირებისთვის კერძოდ, დათა ახალაიასთვის და ასევე, არ გამოკვეთილიყო მერაბიშვილის მეუღლის კავშირი "შარდენ ბარში" მომხდარ ინცინდენტთან”, - განაცხადა კბილაშვილმა. ამასთან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, რადგან ვანო მერაბიშვილი ჯერჯერობით მხოლოდ ბრალდებულია და დამნაშავედ მისი აღიარება სასამართლოს პრეროგატივაა.
XS
SM
MD
LG