Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი: რუსეთს ჯერ არ გაუგზავნია სირიისთვის S-300 ტიპის რაკეტები


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ არ გაუგზავნია სირიისთვის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები. სამშაბათს ეკატერინბურგში, ევროკავშირის ლიდერებთან სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პუტინმა გაამართლა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვის რუსეთის იარაღის მიყიდვა და აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო კანონის ფარგლებში ხდება. მან გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება, სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს გაუქმების შესახებ. პუტინის თქმით, დაუშვებელია სირიაში სამხედრო ინტერვენცია. როგორც იტყობინებიან, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან, ჰერმან ვარ რუმპესთან და ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ჟოზე მანუელ ბაროზუსთან პუტინის შეხვედრის მთავარი თემებია მსოფლიო ეკონომიკა, ენერგეტიკა, სავიზო რეჟიმი და მდგომარეობა სირიაში.
XS
SM
MD
LG