Accessibility links

logo-print

გაეროს ექსპერტების ვარაუდით, სირიაში ქიმიური იარაღიც იქნა გამოყენებული


გაეროს ექსპერტების განცხადებით, მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ სირიაში მცირე რაოდენობით ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ეს შეფასება გამოთქმულია გაეროს საგამოძიებო კომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს ჟენევაში წარმოადგინეს. თუმცა ტექსტში აღნიშნავენ, რომ საჭიროა მეტი მტკიცებულების მოპოვება იმის დასადგენად, თუ ვის მიერ და რა ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული. გაეროს ანგარიშში ასახულია მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე პერიოდი. ექსპერტები სირიის კონფლიქტში დაპირისპირებულ ორივე მხარეს ადანაშაულებენ ძალადობაში.
XS
SM
MD
LG