Accessibility links

logo-print

თურქეთის ვიცე-პრემიერი დემონსტრანტებს აქციების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს


თურქეთის ვიცე-პრემიერი ბულენტ არინჩი დემონსტრანტებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მთავრობამ „გაკვეთილი ისწავლა“ ხუთი დღე ძალადობის შემდეგ. მისივე განცხადებით, მთავრობა თავს ვერ მისცემს ხალხის იგნორირების უფლებას და „პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს“ მოუწოდებს აქციების შეწყვეტისაკენ. ძალადობა პარასკევს დაიწყო - მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაარბია სტამბულში გამართული მშვიდობიანი აქცია ქალაქის ცენტრალურ, ტაქსიმის მოედანზე ხეების მოჭრის გასაპროტესტებლად. აქციები მალე მოედო თურქეთის სხვა ქალაქებს, დემონსტრანტები უკვე პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. დაპირისპირების შედეგად, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს ვიცე-პრემიერმა ბოდიში მოუხადა დაშავებულებს და აღნიშნა, რომ პირველი აქცია „სამართლიანი“ უკმაყოფილებით იყო გამოწვეული.
XS
SM
MD
LG