Accessibility links

logo-print

პრაღაში წყლის დონე თანდათან ეცემა


პრღაში წყალდიდობის მხრივ კრიტიკული ზღვარი გადალახულია, მაგრამ კვლავაც მძიმეა ვითარება ჩრდილოეთ ჩეხეთში. ცნობების თანახმად, ჯერ ნაადრევია წყლის დონის მნიშვნელოვნად დაწევაზე ლაპარაკი. ამასთან, ვარაუდობენ, რომ საგანგებოდ მობილიზებული ჯგუფები, რომლებიც მდინარე ვლტავის ნაპირების გამაგრებით არიან დაკავებული, მალე ჩაერთვებიან აღდგენით სამუშაოებში, რომელთა დაფინანსებაც, სავარაუდოდ, ასიათასობით დოლარი დაჯდება. ამჟამად ჩეხეთზე უარესი მდგომარეობაა მეზობელ გერმანიაში. წყალდიდობამ დააზარალა ავსტრია და შვეიცარიაც.
XS
SM
MD
LG