Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს სხდომაზე იწვევს პრემიერ-მინისტრს


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიწვია უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 5 ივნისს თბილისში გაიმართება. "მობრძანდეს პრემიერი და მისი გუნდი და ვიმსჯელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა ამ ყველაფრისთვის სამუშაო ატმოსფერო შექმნილიყო", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა. ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით შეიკრიბება საბჭო. სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიწვევა მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ არ ესმის, რაში იღებს ხელფასს უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია. ივანიშვილის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რვა თვეა, არ გამართულა.
XS
SM
MD
LG