Accessibility links

logo-print

დღეს გაიმართება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა


დღეს, 16 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. უშიშროების საბჭოს ცნობით, სხდომაზე იმსჯელებენ შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. განიხილება ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ჯერჯერობით გაურკვეველია, მიიღებს თუ არა სხდომაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას აპირებს პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი. სხდომაზე მივა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები საქართველოში არ იმყოფებიან. საგარეო უწყებამ უშიშროების საბჭოს სხდომის ორშაბათისთვის გადატანის თხოვნით მიმართა. ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე.
XS
SM
MD
LG