Accessibility links

logo-print

სირიის მმართველმა რეჟიმმა აღადგინა კონტროლი ქალაქ კუსაირზე


სირიელი მეამბოხეები ადასტურებენ გავრცელებულ ცნობებს, რომ მთავრობის ჯარებმა აღადგინეს კონტროლი კუსაირზე - სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქზე, რომელიც ლიბანის საზღვართან მდებარეობს. ქალაქის აღება მოჰყვა მთავრობის ჯარების თითქმის სამკვირიან იერიშს. ოთხშაბათს სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომელშიც მეამბოხეებს ტერორისტებად მოიხსენიებენ. „სირიის არმია სრულად აკონტროლებს კუსაირის რეგიონს ჰომსის პროვინციაში, დიდი რაოდენობით ტერორისტების დახოცვის და დაკავების შემდეგ“, იუწყება სირიის სახელმწიფო ტელევიზია. მეამბოხეების ცნობით, მათ წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ მეზობელ ლიბანში დაფუძნებულ ისლამისტურ მოძრაობა „ჰიზბოლას“ წევრებიც. აქამდე მეამბოხეები კუსაირს იყენებდნენ ლიბანიდან იარაღით და მებრძოლებით მოსამარაგებლად.
XS
SM
MD
LG