Accessibility links

logo-print

მოსკოვის მეტროში ხანძრის გამო ევაკუაცია მოხდა


მოსკოვში მეტროს ერთ-ერთ, სოკოლნიჩესკის ხაზზე ხანძრის გამო 4500-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დაშავდა 52 ადამიანი, შვიდი მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს. მოსკოვის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ხანძარი დღეს დილით გვირაბში მოხდა, რის შემდეგაც სოკოლნიჩესკის ხაზზე მეტროს მოძრაობა შეჩერდა.
XS
SM
MD
LG