Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გმობს ეგვიპტეში არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთა გასამართლებას


აშშ გმობს ეგვიპტეში დემოკრატიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების ათობით თანამშრომლის გასამართლებას და მათი ნაწილისათვის პატიმრობის მისჯას. სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებაში მათი საქმეები მოხსენიებულია „პოლიტიკურად მოტივირებულად“ და „დემოკრატიზაციასთან შეუთავსებლად“. გასამართლებულებს შორის არიან ამერიკელები, ევროპელები, ეგვიპტელები და სხვა არაბული ქვეყნების მოქალაქეები. სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა 27 ბრალდებულს, რომლებიც დაუსწრებლად გაასამართლეს. მათ ბრალდებები წაუყენეს 2011 წელს, უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩატარებული რეიდების შემდეგ. ამ ორგანიზაციებს ადანაშაულებენ უცხოეთიდან დაფინანსების გამოყენებაში, ეგვიპტეში არეულობის წასაქეზებლად.
XS
SM
MD
LG