Accessibility links

logo-print

სლოვენიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს პატიმრობა მიუსაჯეს


სლოვენიის ყოფილ პრემიერ-მინიტრს, იანეზ იანშას ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. ბრალდება უკავშირდება იანშას როლს 2006 წელს ფინეთის კომპანია „პატრიასთან“ კონტრაქტის გაფორმებაში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იანშა თანახმა იყო, მის პარტიას მიეღო ფულადი პრემია, თუ ხელი მოეწერებოდა „პატრიასთან“ კონტრაქტს. კონტრაქტი ითვალისწინებდა 135 დაჯავშნული მანქანის შეძენას სლოვენიის სამხედრო არსენალის მოდერნიზებისათვის, 2004 წელს ნატოში გაწევრიანების შემდეგ. სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თებერვალში გადადგა კორუფციის სხვა ბრალდებების გამო, განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
XS
SM
MD
LG