Accessibility links

logo-print

თურქეთის ვიცე-პრემიერი დემონსტრანტების წარმომადგენლებს ხვდება


თურქეთის ვიცე-პრემიერი ბულენტ არინჩი დღეს დემონსტრანტების წარმომადგენლებს ხვდება. დილით პოლიციამ წყლის ჭავლი და კვამლის ბომბები გამოიყენა სტამბულსა და ანკარაში აქციების დასაშლელად. დემონსტრაციებზე, რომლებიც მეექვსე დღეა, იმართება, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გადადგომას მოითხოვენ. ვიცე-პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს სტამბულში გამართული პირველი გამოსვლის - ცენტრალურ, ტაქსიმის მოედანზე ხეების მოჭრისათვის ხელის შესასშლელად ჩატარებული აქციის - მონაწილეებს. მანვე უარი თქვა, შეხვდეს პირებს, ვინც, მისი სიტყვებით, ძალადობის პროვოცირებას ახდენს. პარასკევიდან მოყოლებული, საპროტესტო აქციებზე, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით პირი დაშავდა. დემონსტრანტები ერდოანსა და მის, ისლამიზმიდან აღმოცენებულ პარტიას თურქეთის სეკულარულ სახელმწიფოში ისლამიზმის გავლენის გაძლიერებაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG