Accessibility links

logo-print

თურქეთში დემონსტრანტები რამდენიმე ოფიციალური პირის გადაყენებას მოითხოვენ


თურქეთში დემონსტრანტები მთავრობას მოუწოდებენ, თანამდებობებიდან გადააყენონ მერები და პოლიციის უფროსები ქალაქებში, სადაც პოლიციამ ძალა გამოიყენა საპროტესტო აქციების დასაშლელად. ჯგუფ „ტაქსიმის სოლიდარობის“ განცხადებით, მან ეს და სხვა მოთხოვნები გადასცა ვიცე-პრემიერ ბულენტ არინჩს, დღეს ანკარაში გამართულ შეხვედრაზე. მოთხოვნებს შორისაა, გაუქმდეს სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე პარკის ადგილას სამშენებლო პროექტის განხორციელების გეგმა. ამ მოთხოვნით სტამბულში პარასკევს გამართული აქციის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემდეგ, დემონსტრაციები სხვა ქალაქებსაც მოედო. როგორც იუწყებიან, დაიღუპა, სულ ცოტა ორი ადამიანი. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დილით პოლიციამ წყლის ჭავლი და კვამლის ბომბები გამოიყენა სტამბულსა და ანკარაში აქციების დასაშლელად.
XS
SM
MD
LG