Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, საღამოს პრაღაში დაგეგმილია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა


დღეს საღამოს პრაღაში დაგეგმილია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა. ჩეხეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრისას შეჯამდება დიალოგის დაწყებიდან დღემდე მიღწეული შედეგები, თუმცა, ბუნებრივია, გვერდს ვერ აუვლის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები ვაშინგტონში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და სენატორებს გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG