Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა


საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მოიწვია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების გამო. სხდომის დღის წესრიგით, საბჭოს წევრებმა უნდა იმსჯელონ რუსი სამხედროების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე. პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისკენ ბოლო დღეებში რამდენჯერმე მოუწოდეს მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი 4 ივნისს გამოაცხადა, რომ სხდომა მოწვეულია და მასში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრს შესთავაზა. ”სხდომას, სამწუხაროდ, ვერ დავესწრები მარტივი მიზეზით, გუშინ, საღამოს 7 საათის შემდეგ თათბირზე შემომიტანეს სასწრაფო განცხადება რომ დღეს იკრიბებოდნენ და ჩემი გრაფიკი უკვე გაწერილი მქონდა”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გასული 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მაშინ როდესაც ბოლო 7 თვეა საბჭო არ შეკრებილა, არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ სხდომა ასე სასწრაფოდ დანიშნულიყო. უცხოეთში ვიზიტის გამო დღევანდელ სხდომას ვერ ესწრებიან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. მაია ფანჯიკიძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, უშიშროების საბჭოს შესთავაზა, რომ სხდომა ორშაბათისთვის გადაედო.
XS
SM
MD
LG