Accessibility links

logo-print

ნატო თვალს ადევნებს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებულ მოვლენებს


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო საქართველოსაგან მოელის „ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებას“ ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლებისას. დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, რასმუსენს ამ თემაზე შეკითხვა დაუსვა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრების ეჭვიც კი გამორიცხული უნდა იყოს. "ამ მოვლენებს დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. ცხადია, არ ვაპირებთ საქართველოს სამართლებრივ ან სასამართლო საქმეებში ჩარევას. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას მკაფიოდ ვთქვი და მანაც ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ თავისთავად იგულისხმება, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად სცემს პატივს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და უზრუნველყოფს პროცესის შესაბამისად წარმართვას“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
XS
SM
MD
LG