Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავაზ შარიფი მესამე ვადით შეუდგა პაკისტანის პრემიერ-მინისტრად მუშაობას


ნავაზ შარიფი პაკისტანის ისტორიაში უპრეცედენტო მესამე ვადით შეუდგა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას. 63 წლის შარიფის ინაუგურაცია დღეს გაიმართა ისლამაბადში. მანამდე, შარიფის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ბოლოხანს არჩეული პარლამენტის 244-მა წევრმა. შარიფი ხელისუფლებაში დაბრუნდა 13 წელიწადში მას შემდეგ, რაც ის სამხედრო გადატრიალების შედეგად გადააყენეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან.
XS
SM
MD
LG