Accessibility links

logo-print

პრაღაში გაიმართა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა


დღეს პრაღაში გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა. მასზე შეაჯამეს ის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობის კონტექსტში. მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, სავიზო რეჟიმზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. გრიგორი კარასინის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გარკვეული კატეგორიების ადამიანებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება გვქონდეს ილუზიები, თითქოს პრობლემები, რომლებიც განიხილება ამ ფორმატის შეხვედრებზე, იოლად და სწრაფად მოგვარდება. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი მიღწევა ისაა, რომ ის შედგა. ჩვენს რადიოსთან საუბარში ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე დასვა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხიც. მაგრამ ვინაიდან ეს ფორმატი არ ითვალისწინებს მსგავსი საკითხების საგნობრივ განხილვას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ის ჟენევის შეხვედრებში იქნება დასმული.
XS
SM
MD
LG