Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი: პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შესაძლოა არ განადგურდეს


ბიძინა ივანიშვილი შსს-ს არქივში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების თემას გამოეხმაურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხის განხილვა გრძელდება. მისი თქმით, მასალების განადგურებას ჰყავს მოწინააღმდეგეები, ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები, რომლებთანაც მას ამ თემაზე საუბარი ჰქონდა: ”შეიძლება ვნახოთ მეთოდი, მაგალითად, მასალები შეინახოს ისე, როგორც ბანკში ფული ინახება ან რაიმე მსგავსი და მათზე წვდომა ჰქონდეს მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სირცხვილს თავი ავარიდოთ და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტი საქართველოში აღარ განმეორდეს", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG