Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 5 წლამდე ბავშვების გარდაცვალების მიზეზი უმეტესად არასრულფასოვანი კვებაა


სამედიცინო ჟურნალ ”ლანცეტის” გამოკვლევის მიხედვით, მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების მიზეზი საკვების ნაკლებობაა. ყოველწლიურად არასრულფასოვანი კვების შედეგად სამ მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება, მათ შორის უმეტესობა აფრიკასა და აზიაში. გამოკვლევის თანახმად, ეს ციფრი იზრდება. გამოკვლევა გამოქვეყნებულია საერთაშორისო შეხვედრის წინ, რომლის ხელმძღვანელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი იქნება და სადაც მსოფლიოში კვების საკითხის მოწესრიგებას განიხილავენ. სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის აქტივისტები მოუწოდებენ განვითარებული ქვეყნების მთავრობებს, შიმშილობის დასაძლევად ყოველწლიურად დამატებით გამოყონ ერთი მილიარდი დოლარი.
XS
SM
MD
LG