Accessibility links

აშშ აკრიტიკებს სირიის სახელისუფლებო ძალებს ქალაქ კუსეირის აღების გამო


ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მკაცრად აკრიტიკებს სირიის სახელისუფლებო ძალების მიერ ქალაქ კუსეირის აღებას. თავის განცხადებაში თეთრი სახლი მოუწოდებს ლიბანის შიიტურ მოძრაობას ”ჰესბოლას” და ირანს დაუყოვნებლივ გაიწვიონ მებრძოლები, რომლებიც ბაშარ ალ ასადის მხარეს იბრძვიან. მეამბოხეები, რომლებიც ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს თითქმის ერთი წელი იკავებდნენ, იძულებული გახდნენ სირიის ჯარის შეტევის შედეგად ის დაეტოვებინათ. როგორც "ბიბისის" კორესპონდენტი იტყობინება, ქალაქი ნანგრევებად არის ქცეული. სამხედროები კი გამარჯვების ნიშნად იარაღიდან ჰაერში ისვრიან.
XS
SM
MD
LG