თენგიზ ფხალაძე ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ
6 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველოს უსაფრთხოებისა და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურთიერთმიმართებაზე. ფხალაძის თქმით, საქართველოს ამოცანაა შეინარჩუნოს აქტუალურობა საერთაშორისო დღის წესრიგში იმ დრომდე, ვიდრე შეიქმნება ყველა პირობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის.