Accessibility links

logo-print

ერდოანი დღეს ბრუნდება თურქეთში, სადაც აქციები გრძელდება


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი დღეს ბრუნდება სამშობლოში, სადაც გრძელდება საპოტესტო აქციები მისი გადადგომის მოთხოვნით. ერდოანი დაასრულებს ტურნეს, რომლის ფარგლებშიც მაროკოს, ალჟირსა და ტუნისს ეწვია. თურქეთში დემონსტრაციები დაიწყო გასულ პარასკევს, სტამბოლში ჩატარებული აქციით, რომლის მონაწილეებიც ცენტრალურ, ტაქსიმის მოედანზე ხეების მოჭრას აპროტესტებდნენ. პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მოჰყვა აქციების სხვა ქალაქებშიც გავრცელება. ერდოანმა აქციებს არადემოკრატიული, ხოლო მათ მონაწილეებს - ექსტრემისტები უწოდა. მაგრამ მისმა მოადგილემ, ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინჩმა ბოდიში მოიხადა პოლიციის ძალადობისათვის. არეულობამ თურქეთში, სულ ცოტა, ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის ასობით პოლიციელი.
XS
SM
MD
LG