Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარი კასპაროვმა გადაწყვიტა, ჯერ არ დაბრუნდეს რუსეთში


რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ცნობილმა მოჭადრაკე გარი კასპაროვმა გადაწყვიტა, ჯერ-ჯერობით არ დაბრუნდეს რუსეთში. როგორც კასპაროვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის შიშობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მას შესაძლოა, აღარ მისცენ უცხოეთში გამგზავრების უფლება. ეს ვარაუდი უკავშირდება რუსეთში პოლიტიკური აქტივისტების საქმიანობაზე მიმდინარე გამოძიებას. ოთხშაბათს კასპაროვს ჟენევაში გადასცეს საერთაშორისო პრემია მისი, როგორც უფლებადამცველის საქმიანობისათვის. გასულ კვირაში ეკონომისტმა სერგეი გურიევმა გამოაცხადა, რომ არ დაბრუნდება რუსეთში, დაპატიმრების საფრთხის გამო. გურიევი ამბობს, რომ არ სურს, გაიზიაროს მიხაილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ გამოძიების სხვა რამდენიმე მოწმის ბედი, მათთვის რუსეთში ბრალდებების წაყენების შემდეგ.
XS
SM
MD
LG