Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლო განიხილავს პუტინის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეთა საქმეებს


მოსკოვში სასამართლომ დაიწყო წინასწარი მოსმენა 2012 წლის მაისში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო აქციის 12 მონაწილის საქმეებზე. აქტივისტებს ბრალად ედებათ „მასობრივ არეულობაში“ მონაწილეობა და პოლიციაზე თავდასხმა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ზოგ მათგანს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. საპროტესტო აქცია, რომელსაც ბრალდებები უკავშირდება, მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე გაიმართა პრეზიდენტად პუტინის მესამე ვადით ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ შეტაკებები იყო ხელისუფლათა მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შედეგი.
XS
SM
MD
LG