Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ კვირაში დაიწყება ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე შეტანა


ქართული ღვინო რუსეთისკენ მომავალ კვირაში დაიძვრება, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა. მისი განმარტებით, დასრულდა ყველა საჭირო პროცედურა და ამ კვირიდან დაიწყო აქციზური მარკების გაცემა. დავითაშვილის ინფორმაციით, დაწყებულია რუსეთში გასაგზავნად ღვინის ჩამოსხმაც. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე ათ ქართულ კომპანიას რუსეთიდან დაკვეთილი აქვს დაახლოებით მილიონი ბოთლი ღვინო, თუმცა ეს რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ლევან დავითაშვილის ცნობით, ქართულ ღვინოს რუსეთში ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გაიტანენ.
XS
SM
MD
LG