Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა გრიგორი კარასინის განცხადებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იღებს ინსტრუქციებს ბატონი კარასინისგან, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა. 5 ივნისს სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოში მოქმედ ოკუპირებული ტერიტორიების კანონს რუსი ტურისტებისთვის საფრთხის შემცველი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გაუქმება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თამარ ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა კანონებს მიიღებს და აღასრულებს კონკრეტულ ტერიტორიებთან მიმართებით. დღესვე ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოუწოდა მმართველ კოალიცია ”ქართულ ოცნებას” პარლამენტიდან საერთოდ გაიტანოს ოკუპირებული ტერიტორიების კანონის ცვლილებათა პროექტი.
XS
SM
MD
LG