Accessibility links

logo-print

პავლე კუბლაშვილი: შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გაანადგუროს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები


შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კანონის შესაბამისად მოქმედება მოითხოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანის პირადი ცხოვრების დეტალების შემცველი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. კუბლაშვილის თქმით, შსს-მ კანონი უნდა შეასრულოს და ინფორმაციის განადგურების თაობაზე აცნობოს იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს.
XS
SM
MD
LG