Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგი ნაადრევად მიიჩნევს იმის თქმას, პოლიტიკურად მოტივირებულია თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება


საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ცნობილმა უფლებადამცველმა თომას ჰამარბერგმა დღეს ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. სხდომის შემდეგ მას რამდენიმე შეკითხვით მიმართა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა. შეკითხვებს შორის იყო, მიაჩნია თუ არა ჰამარბერგს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავება. ჰამარბერგმა პასუხად გამოთქვა შეფასება, რომ ასეთი განცხადებები ნაადრევია: "ახლა პროკურორების ჯერია. მათ უნდა დაასაბუთონ ბრალდებები და წარმოადგინონ მტკიცებულებები ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამაში პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს, შემდეგ კი მოვიცადოთ და ვნახოთ, იცავენ თუ არა ამ პრინციპს სასამართლოში. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დასკვნების გამოტანა", - განაცხადა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში თომას ჰამარბერგმა, რომელიც ამაღამ საქართველოში ბრუნდება. მისი ეს, მორიგი ვიზიტი დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG