Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: პროტესტის მიუხედავად განხორციელდება სამშენებლო პროექტი სტამბოლში


თურქეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად განხორციელდება სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტი. ამ საკითხს ერდოანი შეეხო დღეს ტუნისში ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ძალადობაში გადაზრდილი დემონსტრაციების ზოგი მონაწილე ტერორისტია. ერდოანი დღეს ბრუნდება თურქეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში რამდენიმედღიანი ტურნეს დასრულების შემდეგ. თურქეთში დემონსტრაციები დაიწყო გასულ პარასკევს, სტამბოლში ჩატარებული აქციით, რომლის მონაწილეებიც ტაქსიმის მოედანზე ხეების მოჭრას აპროტესტებდნენ. პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მოჰყვა აქციების სხვა ქალაქებშიც გავრცელება. ერდოანმა აქციებს არადემოკრატიული, ხოლო მათ მონაწილეებს - ექსტრემისტები უწოდა. მაგრამ მისმა მოადგილემ, ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინჩმა ბოდიში მოიხადა პოლიციის ძალადობისათვის. არეულობამ თურქეთში, სულ ცოტა, სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის ასობით პოლიციელი.
XS
SM
MD
LG