Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი მეუღლესთან განქორწინდა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმიტ პუტინმა და მისმა მეუღლემ ტელეკომპანია „როსსია 24“-ის ეთერში განაცხადეს, რომ განქორწინდნენ. ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ 30 წლის განმავლობაში. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: „ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს“. ლუდმილა პუტინამ კი საქებარი სიტყვები არ დაიშურა მისი აწ უკვე ყოფილი ქმრის მიმართ: „ჩვენ სამუდამოდ დავრჩებით ძალიან ახლობლებად. მადლიერი ვარ ვლადიმირ ვლადიმირის ძის, რომ დღემდე მხარში მიდგას“. რუსეთის პრეზიდენტსა და ლუდმილა პუტინას ორი ქალიშვილი ჰყავთ - მარია და ეკატერინა.
XS
SM
MD
LG