Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეწყვიტა ვიზიტი ბრიუსელში და ავღანეთში ჩავიდა მას შემდეგ, რაც თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ თავდასხმის შედეგად ჰელმანდის პროვინციაში შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცები იმავე ქვედანაყოფიდან არიან, რომელიც ავღანეთში აპრილის თვიდან ასრულებს საბრძოლო ამოცანებს. პარასკევს მომხდარი სისხლიანი თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. ინფორმაცია ამის თაობაზე ექსტრემისტების საიტ „ჯიჰადის ხმაზეა“ გამოქვეყნებული. ხუთშაბათის ინციდენტი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა ოთხი წლის განმავლობაში, რაც ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულება დაიწყო. 13 მაისს ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის ბაზაზე განხორციელებული ანალოგიური თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ბოლო მსხვერპლის ჩათვლით ქართული ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 29-მდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG