Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიციას კვლავ ბლოკირებული აქვს პარლამენტის ტრიბუნა


უკრაინის საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ბატკივშინის“ წევრებმა კვლავ მოახდინეს პარლამენტის ტრიბუნის ბლოკირება. პარლამენტის სპიკერმა ვლოდიმერ რიბაკმა ხუთშაბათს საღამოს სესია სტუმრებისათვის განკუთვნილ დარბაზში ჩაატარა. ოპოზიციონერი კანონმდებლები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კონსტიტუციურ ვადებში გააკეთოს მისი ყოველწლიური მიმართვა პარლამენტის ტრიბუნიდან. იანუკოვიჩია წლებია არ აკეთებს მიმართვას პარლამენტში და მისი ტექსტი ადმინისტრაციის მიერ ვრცელდება.
XS
SM
MD
LG