Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველმა პარტიამ ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა


აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“ მომავალ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევი დაასახელა. მმართველი პარტიის მეხუთე კონგრესმა პარასკევს ალიევი ხელახლა აირჩია თავმჯდომარედ, ხოლო მისი ცოლი, მეჰრიბან ალიევა კი პარტიის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე გახდა. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ოქტომბერში ჩატარდება. ალიევი, რომლის მეორე საპრეზიდენტო ვადა ამ წელს იწურება, თანამდებობაზე მესამედაც იყრის კენჭის იმ საკონსტიტუციო ცვლილების წყალობით, რომელიც აზერბაიჯანის პარლამენტმა 2009 წელს დაამტკიცა. აზერბაიჯანის ოპოზიცია და უფლებადამცველები ალიევს და მის ოჯახს ნეპოტიზმში, ქვეყნის სიმდიდრის და რესურსების ხელში ჩაგდებასა და მოქალაქეთა უფლებებს სისტემატურ დარღვევაში სდებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG