Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოეხმაურა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალას


ინტერნეტსივრცეში განთავსებული ვიდეომასალის გამო დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მისი განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში მომხდარ ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ ანტიქართულ მასალაში გამოყენებული იყო ტელეკომპანია "პიკ"-ის ვიდეოკადრები, რომლებიც თითქოსდა ინახება საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში. მაუწყებლის განცხადებით, მის არქივში დაცულია მხოლოდ "პიკ"-ის საეთერო მასალა, ყველა ორიგინალი კი კვლავ ინახება თავად ამ ტელეკომპანიაში.
XS
SM
MD
LG