Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს


საქართველოს შსს აქტიურად მუშაობს იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად საიდან აიტვირთა ინტერნეტსივრცეში თალიბების სახელით გავრცელებული და ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისადმი მუქარის შემცველი ვიდეომასალა, რომელიც 6 ივნისს გავრცელდა. "მიმდინარეობს დადგენა, თუ რომელი ქვეყნიდან, რომელი IP მისამართიდან მოხდა ამ ვიდეომასალის ატვირთვა და ამაში აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი პარნტიორები”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს შს-თა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ქვეყანაში უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული.
XS
SM
MD
LG