Accessibility links

logo-print

გაერო სირიისათვის დახმარების ფონდს ქმნის


გაერო სირიაში დახმარების ოპერაციების დასაფინანსებლად წლის ბოლოსათვის 5 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდის შექმნას აპირებს. გაერომ შესაბამისი მოწოდებით პარასკევს ჟენევაში სირიის შესახებ მიმდინარე ყველაზე დიდ საერთაშორისო კონფერენციას. გაერო მიიჩნევს, რომ 2013 წლამდე სირიის მოსახლეობის ნახევარს, 10 მილიონზე მეტ ადამიანს დასჭირდება დახმარების აღმოჩენა. "ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 6.8 მილიონ ადამიანს სჭირდება გადაუდებელი დახმარება სირიაში. ეს ნიშნავს, რომ ყოველი სამი სირიელიდან ერთი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. ხოლო იანვარიდან აპრილამდე პერიოდში ორჯერ გაიზარდა სირიის ფარგლებში ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა,“ - განაცხადა ჟენევაში გაეროს გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა ვალერიე ამოსმა. ეს გათვლა ემყარება სირიაში კიდევ უფრო გართულებულ ვითარებას, როდესაც იმ ფონზე, როდესაც ბოლო არ უჩანს კონფლიქტის დასრულებას, სწრაფად იზრდება დევნილების რაოდენობა. გაეროს თანახმად, სირიიდან დევნილი მოსახლეობის რაოდენობა 2013 წლის ბოლოს 3.45 მილიონ კაცის მიაღწევს. ახლა დევნილა რაოდენობა 1,6 მილიონს შეადგენს. გაეროს მონაცემებით სირიაში მიმდინარე ორწლიანი სამოქალაქო კონფლიქტის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 80 ათასამდე კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG