Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გაუჩინარებული ფრანგი ჟურნალისტების ბედი კვლავაც უცნობია


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სირიაში გაუჩინარებული ორი ჟურნალისტის, რადიოსადგურ „ევროპა 1“-ის თანამშრომლების დაუყოვნებლად განთავისუფლებას მოითხოვს. აღნიშული განცხადება ოლანდმა ტოკიოში, ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაემართათ ჟურნალისტებს, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები. რადიოსადგურის დირექცია იტყობინება, რომ რეპორტიორი დიდიე ფრანსუა და ფოტოგრაფი ედუარდ ელიასი სირიის ქალაქ ალეპოში ხუთშაბათს გაემგზავრნენ და მას შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა. ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ 2011 წლის მარტიდან მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში სირიაში სულ მცირე 24 ჟურნალისტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG