Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიულემ და ერდოანმა თურქეთში საპროტესტო აქციების შესახებ განცხადებები გააკეთეს


ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ თურქეთში საპროტესტო აქციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ დემოკრატიაში არ არის ადგილი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებისათვის. ფიულე ამ საკითხს შეეხო პარასკევს სტამბოლში, კონფერენციაზე, რომელშიც თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანიც მონაწილეობდა. ფიულემ თავისი გამოსვლა გამოიყენა იმისათვის, რომ გამოეთქვა შეშფოთება დემონსტრანტების მიმართ თურქეთის პოლიციის უხეში ქმედების გამო. ძალადობის შედეგად თურქეთში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი დაშავდა. თავის მხრივ ერდოანმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგია „ტერორიზმის, ძალადობის, ვანდალიზმისა და ისეთი ქმედებებისა, რომლებიც სხვებს საფრთხეს უქმნის თავისუფლების სახელით“. გასული პარასკევიდან მოყოლებული, თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ათასობით დემონსტრანტი გამოხატავს პროტესტს ერდოანის, აქციების მონაწილეთა აზრით, სულ უფრო ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG