Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა


ოთხი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში მომხდარი ორი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად. ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ნატოს ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამი ჯარისკაცი დახოცა ავღანელი სამხედრო მოსამსახურის ფორმაში გადაცმულმა თვითმკვლელმა აღმოსავლეთ პაკტიკის პროვინციაში. შაბათსვე ერთი იტალიელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა აღმოსავლეთის ფარაჰის პროვინციაში. იტალიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათ დაჯავშნილ მანქანას „მტრული ელემენტები“ დაესხნენ თავს. პასუხისმგებლობა ნატოს ჯარისკაცების დახოცვაზე არავის აუღია.
XS
SM
MD
LG