Accessibility links

logo-print

დემონსტრანტები ერდოანის მოწოდებებს არ უსმენენ


სტამბოლის ცენტრში თავშეყრილმა დემონსტრანტებმა, რომლებიც კვირაზე მეტია მართავენ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციას, უარი თქვეს ყურად ეღოთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიმართვა. მიუხედავად ერდოანის მოწოდებისა, რომ დაუყოვნებლად დაშლილიყვნენ, დემონსტრანტებმა შაბათი ღამე კვლავ სტამბულის ტაქსიმის მოედანზე გაატარეს. სამშვიდობო საპროტესტო აქცია გასულ პარასკევს სტამბოლის ცენტრში უნიკალური მწვანე პარკის გადარჩენის მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც 31 მაისს პოლიციამ დაშალა მომიტინგეები, პროტესტი უვადო აქციით გაგრძელდა და გაჩნდა ლოზუნგები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. ძალადობის შედეგად თურქეთში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. თავის მხრივ, ერდოანმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგია „ტერორიზმის, ძალადობის, ვანდალიზმისა და ისეთი ქმედებებისა, რომლებიც სხვებს საფრთხეს უქმნის თავისუფლების სახელით“.
XS
SM
MD
LG