Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელას მდგომარეობა „სერიოზული, მაგრამ სტაბილურია“


სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების ინფორმაციით, ჰოსპიტალში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა „სერიოზულ, მაგრამ სტაბილურ“ მდგომარეობაში იმყოფება. მანდელა პრეტორიის საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს სამკურნალოდ, რაც ფილტვების ინფექციამ სერიოზულად შეარყია მისის ჯანმრთელობა. სამხრეთ აფრიკის 94 წლის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც რასისტული რეჟიმის გამო 27 წელი იმყოფებოდა საპატიმროში, 1994 წელს ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.
XS
SM
MD
LG