Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ავღანეთიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა


"გამოიყვანეთ ქართველი სამხედროები ავღანეთიდან", "შეწყდეს ქართველი სამხედროების სისხლისღვრა ავღანეთში", - ამ ლოზუნგებით პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია გაიმართა. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ. აქციაზე მივიდა მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც სააკაშვილის პოლიტიკას დანაშაულებრივი უწოდა და განაცხადა, რომ ავღანეთიდან საქართველოს სამხედრო ჯარების ნაწილების სრული გამოყვანა უნდა მოხდეს. დღესვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა საპროტესტო აქციას. "თუ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი დატოვებს ავღანეთს, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG