Accessibility links

სირიის სამთავრობო ჯარებმა მეამბოხეთა ბოლო სიმაგრე აიღეს


სირიის სამთავრობო ჯარებმა, რომლებსაც მხარს რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰიზბოლაჰის“ მებრძოლები უჭერდნენ, ქალაქ ელ კუსაირის მახლობლად, მეამბოხეთა ბოლო სიმაგრე, დასახლებული პუნქტი ბუიდე დაიკავეს. ამის თაობაზე სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება. ქალაქი ელ კუსაირი ლიბანის საზღვართან მდებარეობს და მას სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს. დიდ ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია შეშფოთებულია იმ ასობით ადამიანის ბედით, რომლებიც ბუიდეში გაექცნენ სირიის სამთავრობო ჯარებს. დღესვე ქალაქ ჰომსთან მდებარე სამხედრო პოსტთან ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG